ბარსელონა, ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ბარსელონა VS ბაიერნი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ მასპინძლობს. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ბარსელონა“

კატალონიურმა გრანდმა, „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ, სიტუაცია გამოასწორა და მიჯრით ორი თამაში მოიგო ლა ლიგაში. უკანასკნელ ტურში ბარსამ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ძალიან ლამაზი ფეხბურთით 4:0 დაამარცხა. სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალთან“ ჩამორჩენა კვლავ 3 ქულაა.

დანაკლისი:

ტრავმების მხრივ, სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჩავის ამ პრინციპულ შეხვედრაში არაუხო და სერხი რობერტო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გავის, კრისტენსენის და დეპაის ტამაშიც.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

ჩემპიონთა ლიგაზე უმეტეს მატჩებში შესაბამის დონეზე არ გვითამაშია. აქამდე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ახლა კი სხვა გუნდზე ვართ დამოკიდებულები. სასწაულები ხდება და პატარა იმედიც გვაქვს. ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში ვართ. ძალიან ბევრი ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდებით. რა უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ? სამწუხაროდ, დიდი იმედები არ გვაქვს, თუმცა იმედი ბოლოს კვდება.

სამწუხაროა, რომ საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულები. ინტერისა და ვიქტორია პლზენის თამაშს გასახდელში, ყველა ერთად ვუყურებთ. ბაიერნთან ჩვენი მიზანი კი კარგი თამაში და მაქსიმალურად დადებითი ემოციების მიღება იქნება, მილანში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად. უნდა დავამტკიცოთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია.“

„ბაიერნი“

გარკვეული პერიოდის წინ, მიუნხენში იულიან ნაგელსმანით კმაყოფილი თითქმის არავინ იყო. ამის შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ სათამაშო ხარისხი და შედეგები გამოასწორა. ბუნდესლიგის გასულ ტურში „ბაიერნი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანული გიგანტი ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ამ მხრივ ნაგელსმანს პრობლემები აქვს. „ბარსელონას“ წინააღმდეგ მანუელ ნოიერი, ლეროი სანი და ლუკას ერნანდესი ვერ ითამაშებენ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ნოიერმა საოცარი ბურთები მოიგერია, მისი სახით „ბაიერნს“ უდიდესი დანაკლისი აქვს.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„“ბარსელონას“ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ უბრალოდ პრესტიჟული დუელის მოგება გვინდა.. მხოლოდ ამ აზრით ჩავდივართ „კამპ ნოუზე“. ასეთი თამაშის წინ, მოწინააღმდეგეს შეტყობინება ყოველთვის უნდა გაუგზავნო და ეს სწორედ ასეთი მომენტია.

„ბარსელონას“ ძალიან საინტერესო სათამაშო სტილი აქვს. ჩავი განსხვავებულ ფეხბურთს ათამაშებს და ეს გარკვეულწილად ამართლებს. მათი მაღალი პრესინგი სახიფათოა. „ბაიერნს“ დანაკლისი აქვს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ და მჯერა, რომ „ბარსელონას“ დავამარცხებთ.“

ამ გუნდების წინა მატჩი

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნოიერმა საოცარი ბურთები მოიგერია. „ბაიერნმა“ კი „ბარსელონა“ ლუკას ერნანდესის და ლეროი სანეს გოლებით დაამარცხა.

საინტერესო სიტუაციაა სატურნირო ცხრილში. ამ მომენტისთვის, ნაგელსმანის გუნდს 12 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. „ინტერი“ კი 7 ქულით მეორეზე. „ბარსელონას“ 4 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

აქედან გამომდინარე, კატალონიური გრანდი „ინტერზეა“ დამოკიდებული. თუ „ნერაძური“ „პლზენს“ დაამარცხებს, „ბაიერნთან“ დაფიქსირებულ შედეგს არანაირი აზრი აღარ ექნება და ბარსა ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგაში ბრუნდება - კიკე სეტიენი ვილიარეალს გაწვრთნის
ლა ლიგაში ბრუნდება - კიკე სეტიენი ვილიარეალს გაწვრთნის