ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა - მახაჩევმა ოლივეირა დაამარცხა

აბუდაბიში UFC 280-ის ღონისძიება გაიმართა. მეინ ქარდზე ერთმანეთს მსუბუქ წონით დივიზიონში ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ. ჩარლზ ოლივეირა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ.

პირველ რაუნდში თავიდან უპირატესობა მახაჩევის მხარეს იყო და ოლივეირა დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ოქტაგონზე იწვა, მაგრამ ჩარლზმა წამოდგომა მოახერხა. ეს საკმარისი არ გამოდგა და ისლამმა შესანიშნავი გდება გააკეთა. საბოლოოდ, პირველი რაუნდი რუსი მებრძოლის უპირატესობით დასრულდა.

მეორე რაუნდში ოლივეირამ სიტუაცია თითქოს გამოასწორა, მაგრამ მახაჩევი ე.გ. „ქიქებს“ ასრულებდა. ერთ მომენტში ისლამმა თავის მოწინააღმდეგეს ძლიერად მოარტყა, დაანოკდაუნა და პარტერში გადასვლისას ოლივეირა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, რის შემდეგაც ბრაზილიელი იძულებული გახდა დანებებულიყო. ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC 280 - შონ ო`მალიმ პიოტრ იანი დაამარცხა
UFC 280 - შონ ო`მალიმ პიოტრ იანი დაამარცხა