კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: „ბედნიერი ვარ, ტყუილია, თითქოს წასვლა მოვითხოვე“

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ უარყო ცნობები, თითქოს კლუბის დატოვება სურს. ფრანგმა ფეხბურთელმა RMC Sport-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„ბედნიერი ვარ და იანვარში კლუბის დატოვება არასდროს მომითხოვია. ამ ინფორმაციასთან კავშირი არ მაქვს და მისი გაგების შემდეგ, მეც ისეთივე გაოცებული დავრჩი, როგორც ყველა თქვენგანი. მე და ჩემი გარემოცვა გავოგნდით, როცა ამის შესახებ გავიგეთ და ვიტყვი, რომ ეს სრული სიცრუეა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მბაპეზე ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მა დაწერა და განაცხადა, რომ მბაპეს აზრით, იგი კლუბმა დააღალატა. ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი მბაპეს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, აქტიურ სატრანსფერო ფანჯარას დაჰპირდა და რობერტ ლევანდოვსკის, ბერნარდო სილვასა და მილან შკრინიარის გაფორმება შესთავაზა. ამასთან, კლუბი ნეიმარს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, რამაც ფრანგი სუპერვარსკვლავის უკმაყოფილება გამოიწვია.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მბაპეს 14 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. კილიანმა ლიგა 1-ში 8 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 კვირაა ორცხობილებს ვჭამ და მაინც გცემ“ - მიტჩელმა თოფურიას მიმართა
„3 კვირაა ორცხობილებს ვჭამ და მაინც გცემ“ - მიტჩელმა თოფურიას მიმართა