გურამ თუშიშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალური შეჯიბრი საქართველოს ნაკრებმა გურამ თუშიშვილის ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

100+ კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი ბრიჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ ტემუ რახიმოვს შეხვდა მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

რაც შეეხება განვლილ გზას, გურამ თუშიშვილს კვალიფიკაციაში არ უჭიდავია, მეორე წრეში კი სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი შებოჭა. 1/8 ფინალში თუშიშვილმა იოაჰიმ ფრეი ბოლო წამებზე აღებული ქულებით გამოთიშა ასპარეზობას, ¼ ფინალში კი სამწუხაროდ კუბელ ენდი გრანდასთან იპონით დამარცხდა. ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელი უზბეკეთის წარმომადგენელს, ალიშერ იუსუპოვს იპონით მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ჩათვლაში 4 მედლის მოპოვება შეძლო: 1 ოქრო და 3 ბრინჯაო. ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, გურამ თუშიშვილის გარდა კი ბრინჯაოს მედლები კი -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ აიღეს.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ შეჯიბრი გუნდურ ჩათვლაში გაიმართება, რომლიც შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ სამშობლოს მეომრები ვართ!“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ EJU-სთან
„ჩვენ სამშობლოს მეომრები ვართ!“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ EJU-სთან