გურამ თუშიშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

მსოფლი ჩემპიონატი - თუშიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალური ჩათვლის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

100+ კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი ფინალურ ბლოკში ბრიჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, ალიშერ იუსუპოვი დაძაბულ ბრძოლაში, იპონით დაამარცხა და დასკვნით ორთაბრძოლაში ტაჯიკელ ტემურ რახიმოვს დაუპირისპირდება.

27 წლის ძიუდოისტს კვალიფიკაციაში არ უჭიდავია, მეორე წრეში კი სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი შებოჭა. 1/8 ფინალში თუშიშვილმა იოაჰიმ ფრეი ბოლო წამებზე აღებული ქულებით გამოთიშა ასპარეზობას, ¼ ფინალში კი სამწუხაროდ კუბელ ენდი გრანდასთან იპონით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ აიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ სამშობლოს მეომრები ვართ!“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ EJU-სთან
„ჩვენ სამშობლოს მეომრები ვართ!“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ EJU-სთან