მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ოქროს ბურთი
Aa
Aa

ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში ბენზემასა და რეალის კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი, კარიმ ბენზემა ოქროს ბურთს მოიგებს, მისი სამეფო კლუბთან კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება. ინფორმაციას ესპანური სააგენტო Relevo ავრცელებს.

34 წლის ფრანგ ფეხბურთელს „რეალთან“ მიმდინარე კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შემთხვევაში კლუბთან არსებული კონტრაქტი კიდევ 1 სეზონით გაგრძელდება, ამჟამინდელი ხელშეკრულება კი 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის გამარჯვებული 2022 წლის 17 ოქტომბერს, პარიზში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ გასულ სეზონში მადრიდის „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის ასევე იანვრის დასაწყისში ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, აგვისტოში კი გუნდთან ერთად უეფას სუპერთასსაც დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთი ავადაა, სუპერ ლიგის შექმნა საჭიროა“ - პერესი პოზიციას არ იცვლის
„ფეხბურთი ავადაა, სუპერ ლიგის შექმნა საჭიროა“ - პერესი პოზიციას არ იცვლის