ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„ფეხბურთი ავადაა, სუპერ ლიგის შექმნა საჭიროა“ - პერესი პოზიციას არ იცვლის

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სუპერ ლიგის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ პირველი პირის მიხედვით, ფეხბურთი მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტი აღარაა და ცვლილებების გატარება აუცილებელია.

„პრობლემის მოგვარებამდე საჭიროა, აღიარო, რომ პრობლემა გაქვს. ფეხბურთი ავადაა და ლიდერობას კარგავს. ჩემპიონთა ლიგაზე, რეალის მიერ მოხდენილმა გავლენამ არ უნდა დაგვაბნიოს. მაღალი დონისა და ინტენსივობის ბევრი მატჩი ვიხილეთ, მაგრამ ეს წილისყრისა და ჩვენი გუნდის დამსახურებაა. ეს სპექტაკლი იყო, რომელმაც მაყურებლებს აღფრთოვანება დაუბრუნა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ცვლილებები აუცილებელია და გულშემატკივრებს ტოპ დონის თამაშები უნდა შევთავაზოთ, რომლებშიც მონაწილეობას უძლიერესი გუნდები და საუკეთესო ფეხბურთელები მიიღებენ.

ჩოგბურთში, ფედერერისა და ნადალის დაპირისპირება 40-ჯერ ვიხილეთ, ბოლო 16 წლის განმავლობაში ჯოკოვიჩი და ნადალი ერთმანეთს 59-ჯერ შეხვდნენ. ფეხბურთში ყველაფერი სხვანაირადაა. ბოლო 67 წლის განმავლობაში ლივერპულთან მხოლოდ 9 მატჩი გვქონდა, ჩელსისთან ევროტურნირებზე - 4 და რატომ ვართმევთ ქომაგებს ასეთ თამაშებს? ფეხბურთი ლიდერობას კარგავს და კონკურენტებს ვერ უმკლავდება. რეალი მსოფლიოში პირველი იყო, მაგრამ მე-13 ადგილამდე დავქვეითდით და ამერიკული სპორტების 12-მა წარმომადგენელმა გაგვისწრო. ისინი რაღაცას კარგად აკეთებენ და ჩვენ იმავეს ვერ ვიმეორებთ“.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგა დააარსა 12-მა კლუბმა - მადრიდის რეალი, იუვენტუსი, ბარსელონა, ატლეტიკო მადრიდი, მილანი, ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ლივერპული, ტოტენჰემი და არსენალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანრი, კაკა და სხვები - იტალიაში კვარას ლეგენდებს ადარებენ
ანრი, კაკა და სხვები - იტალიაში კვარას ლეგენდებს ადარებენ