ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია, როგორც სუპერგმირი - ნაპოლი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს

იტალიური ნაპოლი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ახალ პროექტს იწყებს. ნეაპოლიტანურ გუნდთან დაახლოებული სააგენტოს, CalcioNapoli24-ის ცნობით, კლუბი სხვადასხვა ქვეყნებში კონკრეტული ფეხბურთელების იმიჯის გამოყენებით, სხვადასხვა ბიზნეს-აქტივობებს იწყებს, მათ შორის კი საქართველოც იქნება.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი შედეგს რამდენიმე წელიწადში ნახავს, მიზანი კი „ნაპოლის“, როგორც ბრენდის ცნობადობის გაზრდაა, რაც სამომავლოდ უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მოიტანს როგორც კლუბისთვის, ისე კონკრეტული ქვეყნებისთვის, რომლებშიც აღნიშნული პროექტი შედგება.

პროექტთან დაკავშირებით „ნაპოლის“ საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტომაზო ბიანჩინიმ ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოსაც სტუმრობდა.

რას ამბობს ბიანჩინი:

ინდივიდუალურად მოთამაშე ფეხბურთელების საიმიჯო უფლებების გამოყენებით, შეგვიძლია შევქმნათ Marvel-ის ეფექტი: გვყავს სუპერგმირები, რომლებსაც უნიკალური თვისებები აქვთ. კიმი სამხრეთ კოერაში და კვარაცხელია საქართველოში. ვქმნით ჩვენს პროდუქტს კონკრეტულ ქვექნებში.

სააგენტო ჩვენს ქვეყანაში პროექტის განხორციელების პერსპექტივის შესახებ წერს:

საქართველო კიდევ ერთი მზარდი ქვეყანაა მსოფლიოს ეკონომიკურ ბაზარზე. შემოქმედებით სექტორთან დაკავშირებით, ის წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ფაქტორს. კვარაცხელია ყველაზე ნობილი ქართველი სპორტსმენია. „ნაპოლიმ“ მაშინვე იგრძნო მარკეტინგის მიმართულებით ხელსაყრელი გარიგების შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერი, რომელიც სთავაზობს დიდ საგადასახადო შეღავათებს მათ, გადაწყვეტს ინვესტირებას ციფრულ გასართობ აქტივობებში, ან მარკეტინგში, მათ შორის კინოში. შემთხვევითი არ არის, რომ შეერთებულმა შტატებმა სწორედ ეს ქვეყანა აირჩია სექტორის ზოგიერთი კომპანიის გასაფართოებლად.

CalcioNapoli24-ის ცნობით, „ნაპოლი“ ცალკეული სპორტსმენების იმიჯის გამოყენებით ეცდება მნიშვნელოვანი აქტივების გამოყენებით ახალი შემოსავლის მიღებას, რაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ახალი გულშემატკივრების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriele dello Sport: კვარა სუფთა ხელოვნებაა, მოედანზე ქუჩაში მორბენალი ბავშვივით მხიარულია
Corriele dello Sport: კვარა სუფთა ხელოვნებაა, მოედანზე ქუჩაში მორბენალი ბავშვივით მხიარულია