„ადგილობრივი საოცრება“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
Aa
Aa

„ადგილობრივი საოცრება“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე

პირველ სექტემბერს საქართველოში ევრობასკეტი აიღებს სტარტს. ჩვენი ქვეყანა ისტორიაში პირველად ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, FIBA-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„შეიძლება ითქვას, ახლა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დროა. ამ მოვლენას მთელი ქვეყანა ელოდება. ქვეყანა, სადაც სპორტი ვნებიანად უყვართ და უამრავი ტრადიცია აქვთ. ქართველებისთვის განსაკუთრებული პერიოდი იწყება.

მაგრამ ამხელა ყურადღების და დიდი მოლოდინის გამო, ილიას ზუროსის მიმართ ზეწოლა იზრდება, რომლის ტარებაც საკმაოდ რთული იქნება. ქართველებს სურთ, რომ საკუთარი ნაკრები პლეი-ოფში იხილონ და ახალ არენაზე გამარჯვებას საკუთარი თვალით შეხედონ.

აქამდე საქართველო ამ მიღწევასთან ყველაზე ახლოს 2011 წელს იყო, როდესაც ლიტვაში მეორე ჯგუფურ ფაზაში გავიდა, მაგრამ საბოლოოდ სატურნირო ცხრილი მხოლოდ მე-11 ადგილზე დაასრულა.

საქართველომ თანამასპინძლობის უფლება მოიპოვა, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობა მაინც მიიღო, რათა ტურნირის წინ კონკრეტული თამაშების გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ისინი E ჯგუფში ოთხი გამარჯვებით მე-2 ადგილზე იყვნენ. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი ბელგრადში სერბეთის დამარცხება იყო. ამ გამარჯვებით, ქართველებმა ევროპას შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნეს: „არ არსებობს გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ“.

ზუროსს ახლა ქვეყნის ყველა საუკეთესო მოთამაშე ჰყავს, მათ შორის მაკფადენი, რომელიც სერბეთთან საუკეთესო იყო. საქართველოს ადგილობრივი საოცრება რატი ანდრონიკაშვილიც ჰყავს. ამას გიორგი ცინცაძის და დუდა სანაძის გამოცდილებაც ემატება. ზუროსს ასევე ახალგაზრდა კახაბერ ჯინჭარაძის გამოყენებაც შეეძლება.

თავისი ფიზიკური მონაცემებით და დაცვითი ოსტატობით ბექა ბურჯანაძე, როგორც ჩანს აშკარა გამოკვეთილი ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფლანგზე თამაშის გარკვეული გამოცდილება აქვს და უკვე კარგად ვიცით, რომ შენგელია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს.

საქართველოს არც მაღალი კალათბურთელების და 3-ქულიანის მსროლელების პრობლემა აქვს. საუბარი სანდრო მამუკელაშვილზეა. ასევე, გიორგი შერმადინის და გოგა ბითაძის ცენტრს ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა. შერმადინი ამ ევრობასკეტზე დასახელებულია, როგორც ესპანეთის ACB-ის ერთ-ერთი ელიტური ცენტრი, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ის თბილისში დიდ შოუს დადგამს.

რეალურად, საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურება და ერთი შეხედვით ბერლინის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. ამას ისიც ემატება, რომ თბილისში გულშემატკივრები მეექვსე მოთამაშის როლს მოირგებენ და ვინ იცის საქმე შესაძლოა A ჯგუფის მთავარ ფავორიტთანაც გვქონდეს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მან აჩვენა დიდებული მენტალიტეტი'' -  ნაპოლის ექს-დირექტორი ხვიჩაზე
,,მან აჩვენა დიდებული მენტალიტეტი'' - ნაპოლის ექს-დირექტორი ხვიჩაზე