ბარსელონა, ლიონი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

თუ ბერნარდუ წავა.. - სიტი პაკეტას იყიდის

ცნობილია, რომ ბერნარდუ სილვას „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურს და მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენს. ფრანგული გამოცემა L’EQUIPE საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ თუ პორტუგალიელი შემტევი „ქალაქელებს“ დატოვებს, პეპ გუარდიოლა ლუკას პაკეტას გადაბირებას შეეცდება, რათა ბერნარდუს წასვლით გამოწვეული დანაკლისი შეავსოს. აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ პაკეტას გარანტიები სჭირდება, რადგან სათამაშო პრაქტიკა მისთვის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და ლუკასის პრიორიტეტი ყატარში გამგზავრებაა.

რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი?

სილვას ბარსაში გადაბარგება ფრენკი დე იონგზეა დამოკიდებული. ამ მომენტისთვის, კატალონიურ გრანდს სახელფასო ლიმიტი შევსებული აქვს და ახალ ფეხბურთელს ვერ დაარეგისტრირებს.

თავად ნიდერლანდელი ნახევარმცველი აცხადებს, რომ „ბარსელონადან“ წასვლა არ უნდა. მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. უკანასკნელი ინფორმაციით, „ბლაუგრანამ“ ფრენკის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოსთხოვა. ჯერჯერობით ამაზე დე იონგს პასუხი არ უთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: ნოემბრის შემდეგ დემბელეს ვერ ვცნობ
ჩავი: ნოემბრის შემდეგ დემბელეს ვერ ვცნობ