ბარსელონა, სევილია
Aa
Aa

ბარსას ფეხბურთელებმა იციან, რომ კუნდე მალე მათი გუნდელი გახდება

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ „სევილიას“ კუნდეს სანაცვლოდ 60 მილიონი შესთავაზა და ამ ყველაფერს ოფიციალური სახე აქვს. ანდალუსიელები ფეხბურთელის შენარჩუნებას არ აპირებენ და ნებისმიერ წინადადებას განიხილავენ.

ამის პარალელურად, ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ბრუნო ალემანი განსხვავებულ და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი უკანახაზელის შეძენით „ბარსელონაც“ არის დაინტერესებული და აღნიშნული ჟურნალისტის ინფორმაცია სწორედ ამ საკითხს ეხება.

როგორც ალემანი იუწყება, „ბარსელონაში“ არიან ფეხბურთელები, რომლებიც კუნდეს ტრანსფერზე არიან დამოკიდებულები და მათ უკვე იციან, რომ ახალგაზრდა ფრანგსა და ბარსას შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კუნდე სულ მალე „ბლაუგრანას“ ფორმას მოირგებს. ყველაფერი რამდენიმე საათში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ „სევილიას“ კუნდეს გაყიდვა წინასასეზონო მომზადების წინ სურდა, რადგან მისი შემცვლელის პოვნა აუცილებელია და ახალმა ფეხბურთელმა გუნდთან ადაპტაციის გავლა, რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს.

ასევე გეტყვით, დღეს „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკის და რაფინიას ტრანსფერების შემდეგ, კატალონიური გრანდი დაცვის პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგუერო:
აგუერო: "ჰოლანდს სიტიში ადაპტაციის გავლა დასჭირდება"