საფრანგეთი, პსჟ, ნასერ ალ ხელაიფი, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„ზიდანი? მასთან კონტაქტიც კი არ გვქონია“ - ალ-ხელაიფიმ ყველაფერი უარყო

პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ ჟურნალისტებთან ყველა ის ჭორი უარყო, რომელიც პარიზულ კლუბსა და ზინედინ ზიდანზე არსებობდა.

ალ ხელაიფის განცხადებით, პსჟ-სა და ფრანგ სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები საერთოდ არ ყოფილა:

„ერთ რამეს გეტყვით, ზიდანთან საერთოდ არ გვისაუბრია. არანაირი კონტაქტი არ ყოფილა არც მეორე და არც მესამე პირის შუამავლობით.

კლუბში მისი მოწვევით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიც, მაგრამ ჩვენ მასთან მოლაპარაკებები არასდროს გვქონია“, - აცხადებს პსჟ-ს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთ წამყვან ევროპულ გამოცემაში აქტიურად იწერებოდა ზინედინ ზიდანის პსჟ-ში დანიშვნის შესახებ, თუმცა საბოლოო ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტმა პრიორიტეტი საფრანგეთის ნაკრებს მიანიჭა, რის გამოც პსჟ-ს გაწვრთნაზე უარი თქვა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფრანგულ მედიაში ამბობენ, რომ პარიზულ კლუში მთავარ მწვრთნელად „ნიცას“ დამრიგებელი კრისტოფერ გალტიე დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები