დიდი მოლოდინით, ურთულესი მატჩის წინ
ამერიკულ ტურნეზე მყოფი "ბორჯღალოსნები", დღეს ბოლო შეხვედრას ჩაატარაებენ. საქართველოს ნაკრების მეტოქე, მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი არგენტინა იქნება.
არგენტინელების წინააღმდეგ, სულ 4 შეხვედრა გვაქვს გამართული და ყველა მათგანი დავთმეთ. თუ, დღეს მრისხანე მეტოქესთან არ დავმარცხდებით, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან წააგებს, "ბორჯღალოსნები" თავიანთ ისტორიულ შედეგს გაიმეორებენ და მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას დაიბრუნებენ.
შეხვედრა, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგვთავაზებს.