რეალი, პსჟ, მონაკო
Aa
Aa

20 მილიონით მეტი ჩუამენიში - პსჟ რეალს ისევ ხელს უშლის

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე აურელინ ჩუამენის აგენტსა და მადრიდის ''რეალს'' შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. მადრიდის ''რეალი'' მზადაა გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევრომდე გაზარდოს (პლუს ბონუსები). მხარეებს შორის მოლაპარაკება პროგრესირებს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ესპანელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ პსჟ-ს მოქმედებაზე ისაუბრა. ვიგებთ, რომ ნასერ ალ-ხელაიფიმ „მონაკოს“ ჩუამენის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს მადრიდელთა წინადადებაზე 20 მილიონით მეტია.

როგორც მოგეხსენებათ, „მონაკო“ „სამეფო კლუბს“ დამატებით 15 მილიონს სთხოვდა, რაზეც ფლორენტინო პერესი უარს ამბობდა. როგორც ხედავთ, პარიზელი გრანდის პრეზიდენტმა ბევრად სარფიანი შეთავაზება გააკეთა და შესაძლოა ჩუამენი პსჟ-ში ვიხილოთ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი მადრიდის „რეალში“ თამაშია და ამან საბოლოო გადაწყვეტილებაზე შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს.

ჩუამენი „მონაკოში“

22 წლის ნახევარმცველი „მონაკოს“ 2020 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩუამენიმ „მონაკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 95-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემები რაფინიას გარშემო - ბარსას მისი ყიდვა გაუჭირდება
პრობლემები რაფინიას გარშემო - ბარსას მისი ყიდვა გაუჭირდება