პაულო დიბალა
Aa
Aa

იუვენტუსი დიბალას ნაცვლად პულიშიჩის შეძენას გეგმავს

Tuttosport-ის ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს. გუნდიდან პაულო დიბალას წასვლა მოსალოდნელი ამბავი გახლავთ და „ბებერი ქალბატონი“ არგენტინელის შემცვლელის შეძენას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტურინელები „ჩელსიდან“ კრისტიან პულიშიჩის დამატებას განიხილავენ.

„იუვენტუსი“ ახალი სეზონიდან 5 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ალეგრი გუნდის თავისი ხედვების მიხედვით აწყობას გეგმავს.

რაც შეეხება დიბალას, არგენტინელი შესაძლოა „ინტერში“ აღმოჩნდეს. ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დასტურდება, თუმცა ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება.

Tuttosport-ი წერს, რომ „იუვენტუსს“ ამ მომენტისთვის 2 ფეხბურთელი ჰყავს მიზანში ამოღებული - კრისტიან პულიშიჩი და „სასუოლოს“ 22 წლის შემტევი ჯაკომო რასპადორი.

ბოლოს გეტყვით, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე (ზაფხულიდან) დიბალას „ინტერი“ 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. საუბარია წლიურად ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროგბა: ჩემმა უმცროსმა ძმებმა ჩემი რეკორდი მოხსნეს, ამაყი ვარ
დროგბა: ჩემმა უმცროსმა ძმებმა ჩემი რეკორდი მოხსნეს, ამაყი ვარ