''დღეს, მწვრთნელი ძალიან ჭკვიანი იყო'' - პეპმა საკუთარი თავი შეაქო
Aa
Aa

''დღეს, მწვრთნელი ძალიან ჭკვიანი იყო'' - პეპმა საკუთარი თავი შეაქო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''ატლეტიკო'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ფილ ფოდენის საგოლე პასით კევინ დე ბრუინმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფოდენი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და ორ წუთში შესანიშნავი გადაცემა შეასრულა.

გამარჯვების შემდეგ ''მან. სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა. საინტერესოა, რომ მან საკუთარი თავი შეაქო და აღნიშნა:

''დღეს, მწვრთნელი (გულისხმობს საკუთარ თავს) ძალიან კარგიი იყო. დღეს, მწვრთნელი ძალიან ჭკვიანი იყო.

ბიჭები ძალიან კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ვიცით, რომ გაბრიელ ჟესუსი და ფილ ფოდენი თამაშში განსაკუთრებული ენერგიით ჩაერთვნენ. ჯეკ გრილიშის სათამაშო დონე, მისი თამაშის ხარისხი ბურთის შენარჩუნებაში დაგვეხმარა.

მწვრთნელები, როცა ცვლილებებს მივმართავთ, ვფიქრობთ, რომ გუნდის თამაშის ხარისხი გაუმჯობესდება. ეს ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ - არა. თუ მუშაობს, ეს კარგია. თუ არ მუშაობს, ეს შეცდომაა.

''ატლეტიკო'' ძალიან გამოცდილი გუნდია, მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. გამარჯვება კარგია, თუმცა მეორე და მესამე გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ გვესმის, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი მადრიდში გადაწყდება''.

საპასუხო შეხვედრა 13 აპრილს ''ვანდე მეტროპოლიტანოზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები