Aa
Aa

"დაცვაში დგომა არ მრცხვენია" - სიმეონე მანჩესტერის დამარცხების შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ატლეტიკოს“ შორის. ორი მატჩის ჯამში მადრიდული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა. „როხიბლანკომ“ მეორე დაპირისპირება რენან ლოდის ერთადერთი გოლით მოიგო.

რა თქვა სიმეონემ მატჩის შემდეგ?

„ბედნიერები ვართ. ამისთვის კი ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა. კონკურენტუნარიანი გუნდი აღმოვჩნდით და დაცვაში დგომა არ მრცხვენია! ყველა ფეხბურთელმა იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. გატანილმა გოლმა თავდაჯერება შეგვმატა, უპირატესობა მოგვცა და მეორე ტაიმი გაცილებით მშვიდად ჩავატარეთ.

დღევანდელი წარმატება მთლიანი გუნდის დამსახურებაა და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის. გამორჩევით კი ერერას, ლოდის და ობლაკს გამოვარჩევდი. ფეხბურთი ასეთია - როდესაც ბევრს მუშაობ, შედეგი აუცილებლად მოვა. რთული სეზონი გვაქვს, მაგრამ „ოსასუნას“ დამარცხების შემდეგ გუნდში ახალი სულისკვეთება გაჩნდა.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები