მამა-შვილი სიმეონეები ერთად? -
Aa
Aa

მამა-შვილი სიმეონეები ერთად? - "ჩოლო" ტრანსფერზე მუშაობს

მიმდინარე სეზონში, დიეგო სიმეონეს შვილი ჯოვანი სიმეონე ბრწყინვალე ფორმაშია. ახალგაზრდა თავდამსხმელი ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე არგენტინელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო სერია ა-ში ვლაჰოვიჩის და იმობილეს შემდეგ საუკეთესო „მეგოლეა.“

Transfermarkt-ის მიხედვით, ჯოვანის სატრანსფერო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს. „ვერონა“ ფინანსური სიმყარით არ გამოირჩევა და მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიური კლუბი ამის გასაკეთებლად მზად იქნება.

Mundodeportivo-ს ცნობით, 26 წლის არგენტინელით ინგლისური „ნიუკასლი“ და თავად დიეგო სიმეონე ინტერესდება. „ჩოლოს“ საკუთარი შვილის ხილვა მადრიდის „ატლეტიკოში“ სურს. წყარო იმასაც წერს, რომ ჯოვანისთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტული ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და ტრანსფერზე ამ ეტაპზე არ ფიქრობს.

ჯოვანი სიმეონე „ვერონაში“

არგენტინელი თავდამსხმელი იტალიურ კლუბს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე სიმეონემ „ვერონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 24-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები