ფაბრეგასი:
Aa
Aa

ფაბრეგასი: "მბაპე რეალში? მათ რონალდუ ჰყავდათ, მაგრამ ბარსას მოგებები არ შეუწყვეტია"

„მონაკოს“ ესპანელ ნახევარმცველს სესკ ფაბრეგასს არ სჯერა, რომ მბაპეს „რეალში“ გადასვლა „ბარსელონას“ დააზარალებს.

- რით გამოირჩევა მბაპე სხვებისგან?

„მას აქვს ისეთი თვისებები, რაც სხვებს არ გააჩნიათ. ის არის მხეცი. ვფიქრობ, მას მაინც შეუძლია უფრო ხშირად შეუტიოს სივრცეს და გამოიყენოს მესის და ნეიმარის მოედნის ხედვა.

ხანდახან მას მოულოდნელი მოქმედება და გამწვავებაზე წასვლა სჭირდება, მისი მთავარი კოზირი აჩქარებაა. თუ მას აქვს სივრცე, მაშინ ის შეუჩერებელია“.

-მომავალი მის ხელშია...

„არ ვიცი უკვე ნომერ პირველია თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მოთამაშე, რომელიც წყვეტს მატჩების ბედს“.

-შენთვის იმაზე ფიქრი მტკივნეული არ არის, რომ შესაძლოა ის რეალში აღმოჩნდეს?

„ეს არის ცხოვრება. მადრიდის რეალს ჰყავდა კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ბარსას გამარჯვებები არ შეუწყვეტია. კონკურენტად ძლიერი ფეხბურთელი მოვა, მაგრამ ჩავის ბევრი ახალგაზრდა ნიჭერი მოთამაშე ჰყავს.

თუ ისინი ახლა გამოირჩევიან, როცა საქმე ცუდად მიდის, წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა საქმე კარგად წავა. ბარსა საიმედო ხელშია",

- თქვა სესკმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს მომავალს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ. ტიერი ანრიმ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ კილიანი „სამეფო კლუბში“ წავა და ამის ცოდნას გენიოსობა ნამდვილად არ სჭირდება. „ბარსელონა“ კი ერლინგ ჰოლანდის შესაძენად იბრძვის, რომლის მიმართ დიდ ინტერესს „რეალიც“ იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''შახტარმა მილიონად მიყიდა, ტრავმები რუსეთში დამეწყო'' - ''ოქრიმ'' ძველი ამბები გაიხსენა
''შახტარმა მილიონად მიყიდა, ტრავმები რუსეთში დამეწყო'' - ''ოქრიმ'' ძველი ამბები გაიხსენა