მესიმ კორონავირუსი დაამარცხა - ნეიმარი 3 კვირაში დაბრუნდება
Aa
Aa

მესიმ კორონავირუსი დაამარცხა - ნეიმარი 3 კვირაში დაბრუნდება

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში გათამაშების ლიდერი პსჟ ''ლიონს'' ესტუმრება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ლიონელ მესი ვერ დაეხმარება, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა ''ლიონთან'' შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ვერ ხვდება.

პოჩეტინოს გუნდში საკადრო პრობლემები მესის არყოფნით არ შემოიფარგლება. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან ანხელ დი მარია, იულიან დრაქსლერი, დანილო პერეირა, ლაივენ კურზავა და ჯანლუიჯი დონარუმა. ეს მოთამაშეები კორონავირუსით ინფიცირების გამო იზოლაციაში იმყოფებიან.

პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნეიმარის რეაბილიტაციის კურსი კარგად მიმდინარეობს. მოთამაშე გუნდურ სავარჯიშო პროცესს დაახლოებით 3 კვირაში განაახლებს. ბრაზილიელმა ტრავმა ნოემბრის მიწურულს ''სენტ-ეტიენთან'' შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ პარიზულ კლუბს ვერ ეხმარება.

ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში პსჟ 46 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან ''მარსელს'' 10 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები