კრივი: გაგნიძის ოქრო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
Aa
Aa

კრივი: გაგნიძის ოქრო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

კრივში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლაშა გაგნიძე (63,5) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მონტენეგროში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში გაგნიძემ რუსი მაგომედ მამაევის ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში რუმინელი ანდრეი მუსტეტი დაამარცხა, რასაც ფინალში ბელარუსი მეტოქის დამარცხება მოჰყვა.

ანალოგიური შედეგის დაფიქსრებასთან გიორგი საჯაია (54 კგ.) ახლოს იყო, თუმცა ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გიორგი ჟორჟოლიანმა, რომელიც 71 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელების შალვა დუნდუასა და გოჩა რუსია გადაწყვეტილებით საქართველოს სახელით ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შემდეგმა მოკრივეებმა მიიღეს მონაწილეობა:

გიორგი საჯაია - 54 კგ; არამ ხრიკიანი - 57 კგ; საბა ტყებუჩავა - 60 კგ; ლაშა გაგნიძე - 63,5 კგ; ლუკა ნიქაბაძე - 67 კგ; გიორგი ჟორჟოლიანი - 71 კგ; ირაკლი ჯანელიძე - 75 კგ; გიორგი დეკანოზიშვილი 80 კგ; მანასიან ვანუჰი - 60 კგ

ასევე, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო აიბას საერთაშორისო კატეგორიის ორვარსკვლავიანმა მსაჯმა ედუარდ მარდანოვმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები