საჩხერის მუნიციპალიტეტმა ლაშა ტალახაძე 10 000 ლარით დააჯილდოვა
Aa
Aa

საჩხერის მუნიციპალიტეტმა ლაშა ტალახაძე 10 000 ლარით დააჯილდოვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა გამართეს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან, ასევე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ასანიძესა და საქართველის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, კახი კახიაშვილთან.

ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტმა ლაშა ტალახაძე 10 000 ლარით დაჯილდოვა, ხოლო მის მწვრთნელს,  კობა ტალახაძეს 3 000 ლარი გადაეცა. 

ლაშა ტალახაძესა და გიორგი ასანიძეს გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული საჩუქრებიც.

ღონისძიების დასასრულს სამივე ოლიმპიურმა ჩემპიონმა საჩხერეს სამახსოვროდ ანაბეჭდი დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე წარმოშობით სწორედ საჩხერიდანაა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივარი ლაშა ტალახაძის გამოსვლას განსაკუთრებით  ელოდა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ლაშა ტალახაძემ დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა და ამასთან ერთად, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

ფოტოები: ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები