გამოხმაურებები - ქართული საფეხბურთო სამყარო ერიქსენს ამხნევებს
Aa
Aa

გამოხმაურებები - ქართული საფეხბურთო სამყარო ერიქსენს ამხნევებს

გასულ საღამოს, ევრო 2020-ის B ჯგუფის პირველ ტურში, დანია-ფინეთის დაპირისპირების მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, კრისტიან ერიქსენი მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა, შეხვედრა შეწყდა, ხოლო ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძიმე საღამოს გამოეხმაურა ყველა, მათ შორის ქართული საფეხბურთო სამყარო.

„იბრძოლე და გამოჯანმრთელდი" - საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი

შენს გარშემო მთელი საფეხბურთო სამყარო ერთიანდება.  მადლობას ვუხდით ღმერთს შენი გადარჩენისთვის,  კრისტიან" - დილა

მსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთ ძალიან, ძალიან დიდ ტრაგედიას გადაურჩა"-თელავი

გამაგრდი" - დინამო ბათუმი / დინამო თბილისი


კრისტიან ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, უკანასკნელი ცნობის მიხედვით, დანიელი ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრის ერთადერთი გოლი, აღნიშვნის გარეშე, ბერლინის უნიონის 26 წლის ფორვარდმა, იოელ პოჰიანპალომ, მე-60 წუთზე გაიტანა და ფინეთის ნაკრების ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა (0-1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები