3 წლით ისევ კვიპროსზე - ოქრიაშვილი აპოელში გაოფიციალურდა!
Aa
Aa

3 წლით ისევ კვიპროსზე - ოქრიაშვილი აპოელში გაოფიციალურდა!

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების შემტევს თორნიკე ოქრიაშვილს არაერთ გუნდს უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ოქრი“ „ომონიაში“ უნდა გადასულიყო, თუმცა მოქმედ ჩემპიონში გადასვლა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე „აპოელის“ რიგებში ჩაირიცხა. ინფორმაცია, კვიპროსული გუნდის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.

View this post on Instagram

A post shared by APOEL FC (@apoelfcofficial)

„კვიპროსის უდიდესი გუნდი თორნიკე ოქრიაშვილს მიესალმება. ჩვენ მას ტიტულების მოგებას და ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევას „აპოელის“ მაისურში ვუსურვებთ.“ - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში

როგორც ცნობილი გახდა, ოქრიაშვილმა „აპოელთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილის გარდა „აპოელში“ კიდევ ერთი „ჯვაროსნების“ ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია ითამაშებს. „გენტის“ ყოფილი თავდამსხმელიც, მსგავსად ოქრიაშვილისა კვიპროსზე 2024 წლამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები