ხვიჩას მორიგი შედეგიანი მატჩი - მესამე გოლი და მერვე საგოლე გადაცემა
Aa
Aa

ხვიჩას მორიგი შედეგიანი მატჩი - მესამე გოლი და მერვე საგოლე გადაცემა

რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის 22-ე ტურში ჯიმი ტაბიძის ''უფა'' საკუთარ მოედანზე ყაზანის ''რუბინთან'' 0:3 დამარცხდა. ''რუბინმა'' უფაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა.

სლუცკის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა, ქართველი ტალანტი 84-ე წუთზე შეცვალეს. ასევე სასტარტოში მოხვდა ''უფას'' ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე წელს რუსეთის პრემიერ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მან პირველი გოლისას საგოლე პასი შეასრულა, რომელიც გოლად დენის მაკაროვმა აქცია. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა.

კვარაცხელიას საგოლე გადაცემა

42-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 20 წლის ქართველმა ტალანტმა მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი შეაგდო.

კვარაცხელიას გოლი

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პრემიერ ლიგის 19 მატჩში 3 გოლითა და 8 საგოლე პასით (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) გამოიჩინა თავი.

ზამთრის პაუზის შემდეგ ლეონიდ სლუცკის ''რუბინმა'' პრემიერ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.

სატურნირო ცხრილში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 37 ქულით მე-5 ადგილზეა. ასევე 37 ქულაა მეოთხეადგილოსანი ''სოჭის'' ანგარიშზე, თუმცა სოჭურ კლუბს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები