ზედიზედ 12 წელია... - რონალდუს კიდევ ერთი მიღწევა
Aa
Aa

ზედიზედ 12 წელია... - რონალდუს კიდევ ერთი მიღწევა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია ა-ში 24-ე მატჩი გამართა და საკუთარ კედლებში „სპეციას“ 3:0 მოუგო. ეს შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსთვის რამდენიმე საინტერესო ფაქტის გამო გამორჩეული გამოდგა.

„სპეციასთან“ შეხვედრა რონალდუსთვის ეროვნული ჩემპიონატების ეგიდით გამართული რიგით მე-600 მატჩი გამოდგა. კრიშტიანუმ ლა ლიგაში 292-ჯერ, პრემიერლიგაში 196-ჯერ, სერია ა-ში 85-ჯერ და 25-ჯერ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ითამაშა.

რონალდუმ „სპეციას“ გაუტანა და ეს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მისი მე-20 გოლი გამოდგა. კრიშტიანუ ზედიზედ 12 სეზონია უკვე მინიმუმ ოცი ბურთის გატანას ახერხებს. ბოლოს, მან ამ ნიშნულის გადალახვა 2008-09 წლების სეზონში „იუნაიტედის“ რიგებში ვერ შეძლო.

36 წლის პორტუგალიელის სტატისტიკა თუ რაიმეში უარესდება, ეს პირველ რიგში სტანდარტულებია. შეხვედრის 78-ე წუთზე რონალდუმ ჯარიმა შეასრულა, დარტყმა მეკარემ მოიგერია. „იუვენტუსის“ რიგებში კრიშტიანუმ ჯარიმის გატანა ჯამში 67-ჯერ სცადა, რომელთაგან 44 დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა. პორტუგალიელი საშუალოდ 3 ჯარიმიდან 2-ს კედელს ახვედრებს.

„იუვეში“ გადასვლის შემდეგ, რონალდუს მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გატანილი - 2020 წლის ივლისში, „ტორინოს“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ პირლოს გუნდი სატურნირო ცხრილში 49 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ტურინელები ლიდერ ინტერს 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები