ოზილი თურქეთში მიდის - პირადი დეტალები შეთანხმებულია
Aa
Aa

ოზილი თურქეთში მიდის - პირადი დეტალები შეთანხმებულია

მიკელ არტეტას, რომ ოზილი არ სჭირდება ეს ახალი არ არის. ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ მედიაში ვიგებდით, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელი MLS-ში, კონკრეტულად კი "დი სი იუნაიტედში" აპირებდა გადაბარგებას, თუმცა დღეს სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

თურქული და ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მესუთმა "ფენერბახჩესთან" პირადი დეტალები შეათანხმა და სულ მალე თურქეთში გაემგზავრება. ვიგებთ, რომ "არსენალი" 32 წლის ნახევარმცველს დარჩენილ ხელფასს მთლიანად დაუფარავს და ყველა ფინანსური დეტალი მოგვარებული იქნება. სპორტული გამოცემა "მირორი" წერს, რომ ოზილი ფენერთან 3.5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ იოზილის მიერ წინა წლის დეკემბერში გამოქვეყნებული პოსტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო. გარდა ამისა, იგი საფეხბურთო სიმულატორი, Pro Evolution Soccer-ის ჩინური ვერსიიდან და სოციალური ქსელი Weibo-დან გაქრა, სადაც მას დაახლოებით 4 მილიონი გამომწერი ჰყავდა. აქვე გეტყვით, რომ „არსენალი“ ჩინეთში რესტორნების ქსელს ფლობს და ადგილობრივი ლატარიის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.

სწორედ ამ ყველაფერს უკავშირებს თავად ფეხბურთელი მისი გუნდიდან მოკვეთას. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და „მეთოფეები“ გააკრიტიკა. იოზილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია და დღესდღეობით ერთგულება ძალიან იშვიათი რამაა. პოსტის ბოლოს კი აღნიშნა, რომ უსამართლობისა და სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად თავის სახელს მომავალშიც გამოიყენებს.

მესუთ ოზილი ლონდონის "არსენალს" 2013 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები