Aa
Aa

"კმაყოფილი ვერ ვიქნები იმით, რაც ხდება", - პიანიჩს მეტი სათამაშო დრო სურს

მირალემ პიანიჩმა "იუვენტუსთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის მიმართ უკმაყოფილება მკაფიოდ დააფიქსირა.

"უფრო მეტს უნდა ვთამაშობდე? დიახ, ზუსტად ეს მინდა. გულწრფელად გითხრათ, არც კი ვიცი ჩემი ამჟამინდელი სიტუაცია რამ გამოიწვია.

გასაგებია, რომ მეტი თამაში მსურს. ვიცი, რომ გუნდისთვის მეტის მიცემა შემიძლია და როდესაც მწვრთნელი შანსს მაძლევს, მე მას ვიყენებ, კარგად ვთამაშობ.

მეტად არ ვიცი, თუ რა უნდა ვქნა. ვვარჯიშობ და მზად ვარ.

კმაყოფილი ვერ ვიქნები იმით, რაც ხდება. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე არასდროს დავთანხმებულვარ უთამაშებლობას და ეს არც ახლა მოხდება. ვნახოთ რა მოხდება, მე მზად ვარ, ვვარჯიშობ და ველოდები, მეტს ვერაფერს ვიზამ. ეს ძალიან დელიკატური სიტუაციაა. ჩემთვის ეს შეუფერებელია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები