ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა
Aa
Aa

ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა "ლოს-ანჯელეს გალაქსის" წინააღმდეგ

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსემ“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. გამთენიისას ქართველების გუნდი „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ დაუპირისპირდა და 3-2 დამარცხდა.

„სან ხოსეს“ თავკაცმა, მატიას ალმეიდამ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. კაშია კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მისთვის სათამაშო დრო არ მიუცია. ვაკო კარგ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ჩვენებურმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა და გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ლოს-ანჯელესელებმა 33-ზე გაათანაბრეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში ვაკომ კაუელს გაატანინა და „სან ხოსე“ წინ კიდევ ერთხელ გავიდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 72-ზე და 82-ზე გაშვებული გოლებით 3-2 დამარცხდა.

„გალაქსისთან“ წაგების შემდეგ, „სან ხოსეს“ 8 ქულა დარჩა და მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, „ლოს-ანჯელესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები