19 წლის ტალანტის ბრწყინვალე გოლი: კვარაცხელიას მაკრატელა რუსეთში
Aa
Aa

19 წლის ტალანტის ბრწყინვალე გოლი: კვარაცხელიას მაკრატელა რუსეთში

რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში ''რუბინის'' ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ''ურალს'' შესანიშნავი გოლი გაუტანა. მე-7 წუთზე ''რუბინის'' ფეხბურთელის, პაბლოს ავტოგოლით ''ურალი'' დაწინაურდა, თუმცა 39-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ აკრობატულ სტილში შესანიშნავი გოლი შეაგდო.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ''რუბინი'' დაწინაურდა, კვარაცხელიას შესანიშნავი გარღვევა სოლტმურად ბაკაევის გოლით დასრულდა. 

ბაკაევმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ''რუბინმა'' 3 ქულა მოიპოვა (1:2).

''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია სასტარტოში გაამწესა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა შორის იყო. 67-ე წუთზე სლუცკიმ დავითაშვილი თამაშში ჩართო, ხოლო 71-ე წუთზე ''რუბინი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. სლუცკის გუნდმა შეხვედრის დარჩენილ დროში 10 ფეხბურთელით ითამაშა.

კვარაცხელია ყაზანურ კლუბში პირველ სეზონს ატარებს, 19 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის მე-20 მატჩში მესამე გოლი შეაგდო.

16-გუნდიან პრემიერ ლიგაში ''რუბინი'' 26 ქულით მე-11 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები