ევგენი ფრილოვი -
Aa
Aa

ევგენი ფრილოვი - "პუტინი რასაც გვეუბნება არის ბოროტება"

მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ ყველა ქვეყანა და სფერო მოიცვა, გამონაკლისს არც სპორტი შეადგენს. შეჩერებულია ასევე რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი.

„კრილია სოვეტოვის“ მეკარე ევგენი ფრილოვი იზოლაციაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა.

ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ. მთავრობამ დაგვივიწყა. გვეუბნებიან ფული არ არის მაგრამ გაუძელითო. თავიანთვის ფული სულ აქვთ და ხალხისთვის არასდროს. ავიღოთ აშშ ან ევროპის სხვა ქვეყნები მთავარობა მოსახლეობას და ბიზნეს ეხმარება. რუსეთში მსგავსი არაფერია. რასაც პრეზიდენტი ტელევიზრში ლაპარაკობს ყველაფერი ტყუილია. პრეზიდენტი ლაპარაკობს ერთს, ხოლო ცხოვრებაში სხვა რამე ხდება. ან ის დაგვცნის ან მას ქვეყნის ლიდერს თავის პარტიის წევრები პატივს არ სცემენ. გუნდში პირიქითაა რასაც ლიდერი ამბობს იმას აკეთებს ყველა ფეხბურთელი. მინდა საზოგაოდებას თვალები აეხილოს - რასაც ტელევიზორში გვეუბნებიან არის ბოროტება.“- განაცხადა ფრილოვმა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 87 147 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 7 346  გამოჯამრთელდა, ხოლო 794  გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები