გოგიტა არქანია პრემიერ ლიგის გამარჯვებულია
პარიზში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე, ქართველმა კარატისტმა ოქროს მედალი მოიპოვა.
+84 კგ წონითი კატეგორიის (კუმიტე) ფინალში, არქანიამ ფრანგი ჟაკ დნილსონი ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
აღსანიშნავია , რომ ოქროს მედალთან ერთად ქართველმა კარატისტმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც დააგროვა.