ძალოსნების 17 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ძალოსნების 17 მედალი და გუნდური მე-2 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ბუქარესტში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დასრულდა.

საქართველოს 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძისა და მწვრთნელის, გია ცირეკიძის ხელმძღვანელობით 17 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოსია.

აღსანიშნავია, რომ 23 წლამდელებს შორის მონაწილე 6 ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება ექვსიმემ შეძლო!

კიდევ ერთხელ გაგაცნობთ შედეგებს:

ანტონ პლესნოი  - 3 ოქრო
გოდერძი ბერდელიძე - 2 ოქრო, და 1 ვერცხლი
რევაზ დავითაძე - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
გიორგი დოკვაძე - 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
გოგა ჩხეიძე - 2 ბრინჯაო, 1 ვერცხლი
გიორგი ჩხეიძე - 2 ბრინჯაო

ცხელი ამბები