წურწუმიას შემდეგ გობაძეც! მეორე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში!
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში 82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ფინალში გავიდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელ სტეფანოვიჩს 7-0 მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი ძიანი 9:0 გაანადგურა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდა, გობაძემ აზიელი 3:1 დაამარცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასევე გავიდა ნუგზარ წურწუმია, რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. წურწუმია ფინალში ყაზახ ზაკანშას შეხვდება.
ფინალური შეხვედრები 15 სექტემბერს გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს.