''ცალი თვალითაც გხედავთ'' - წყალბურთელების ჟესტი რუსეთთან გამარჯვების შემდეგ
საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა თვალზე აფარებული ხელით თბილისში საპროტესტო აქციაში დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა წყალბურთელებმა პროტესტის ამ ფორმას რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მიმართეს.
შეგახსენებთ, 20-21 ივნისის ღამეს თბილისში გამართულ საპტროტესტო აქციაში სამართალდამცველთა მიერ გამოვლენილ ძალადობას რიგითი ადამიანების ფიზიკური დაზიანება მოჰყვა. რამდენიმე მათგანმა მხედველობა დაკარგა...
"ცალი თვალითაც ვხედავთ" - ეს ჟესტი წყალბურთელების გარდა ქართველმა მორაგბეებმა და ფეხბურთელებმაც გამოიყენეს.