Aa
Aa

მე-3 გამარჯვება! - ტოჩინოშინი 204 კილოგრამიან გოლიათს ბავშვივით გაუსწორდა!

"ჰარუ ბაშო" გრძელდება და გათამაშების მე-5 დღეს ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა. მისი მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი გახლდათ, რომელსაც საწყისი ოთხივე ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა.

ტოჩინოშინი კაისეის ურთიერთშეხვედრებში 11:7-ზე ამარცხებდა და დღესაც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. თანაც, ქართველი უაღრესად მოტივირებულია, რადგან კადობანში იმყოფება და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, მიმდინარე ბაშოზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

ლევანმა დღევანდელი ორთაბრძოლა დამაჯერებლად წარმართა. მან მავაშში ჩავლების აღება შეძლო და 204 კილოგრამიანი ბრაზილიელი ხელში აიტაცა, რის შემდეგაც დოჰიოდან მარტივად, იორიკირის ილეთით გადაიყვანა. "ტოჩიმ" მიმდინარე ბაშოზე მე-3 ორთაბრძოლა მოიგო და ბალანსი 3:2-ზე აქვს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე მიტაკეუმი იქნება, რომელმაც წინა სეზონში ბაშო მოიგო და ბოლო წლებში აშკარა პროგრესი აქვს. ქართველი რიკიში იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 9:3-ს უგებს.

ცხელი ამბები