2 მედალი ლას ვეგასიდან
Aa
Aa

2 მედალი ლას ვეგასიდან

გურამ გიორბელიძემ საქართველოს ძალოსანთა 2019 წლის ყულაბას პირველი მედლები მოუტანა.

ქართველმა სპორტსმენმა ჭაბუკ ძალოსანთამსოფლიო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლას ვეგასში მიმდინარე ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გუორბელიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით 114, 118, 120  გამოიყენა და საქართველოს რეკორდი დაამყარა.

გიორბელიძემ საკუთარ რეკორდს 2 კილოგრამით გადააჭარბა. გიორბელიძემ აკვრაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა. ძალოსანმა 145, 150 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასეთივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვებული 270 კილოგრამით.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ერთი ძალოსანი იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი 102 კილოში ლაშა თაქთაქიშვილი მედლებისთვის 14 მარტს 05:00 საათზე იბრძოლებს. 

 

ცხელი ამბები