Aa
Aa

"დორტმუნდის" პირველი მარცხი! - ბუნდესლიგის ლიდერი დიუსელდორფში დაეცა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში, გათამაშები ლიდერი, "დორტმუნდი" დიუსელდორფის "ფორტუნას" სტუმრად ხვდებოდა და ულაპარაკო ფავორიტადაც ითვლებოდა. ლუსიენ ფავრის გუნდი 15 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ასპარეზობდა.

ბუნდესლიგაში აქამდე 2 შემთხვევა იყო, როცა გუნდმა ჩემპიონატის საწყის 15 ტურში არ წააგო, "დორტმუნდი" კი ანალოგიური მაჩვენებელის მესამე შემოქმედი გახდა. ყველა ელოდებოდა, როდის წააგებდა პირველ შეხვედრას "ყვითლების" კრებული და ეს დღეს საკმაოდ მალე დადგა.

"ფორტუნამ", რომელიც აუტსაიდერია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 22-ე წუთზე, დოდი ლუკებაკიოს გოლით დაწინაურება მოახერხა, რასაც მეორე ნახევრის სტარტზე ციმერის გოლი და ანგარიშის ორამდე გაზრდა მოჰყვა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა შეძლეს - პაკო ალკასერის პრესტიჟის გოლი გახლდათ, რომლითაც ესპანელმა 12 შედეგიანი დარტყმა მოაგროვა და ბომბარდირთა დავაში 2 გოლით დაწინაურდა.

"დორტმუნდს" ამჟამად 39 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "გლადბახს" 6 ქულით უსწრებს, მესამეზე კი მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც თავის შეხვედრას დღეს, ერთ-ერთი კონკურენტის, "ლაიფციგის" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები