პსჟ პრობლემების წინაშე: ხვიჩას შემდეგ დუეც დაშავდა
ლიგა 1-ის მე-11 ტურში ნიცა შინ პსჟ-სთან 2:3 დამარცხდა. 32-ე წუთზე დეზირე დუემ პარიზული გუნდი დააწინაურა, მისი გოლით ანგარიში 1:2 გახდა. ტაიმის მიწურულს დუე დაშავდა და როგორც მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ აღნიშნა, ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ ცნობილი არაა.