იტვირთება...

კვერნაძის საუკეთესო მომენტები VS ფიორენტინა

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ფიორენტინა შინ ფროზინონესთან 0:3 განადგურდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ათამაშა. 26-ე წუთზე კვერნაძის პასით ანტონიო რეიმონდომ ანგარიში გახსნა. ქართველ შემტევს კარგი მატჩი ჰქონდა, ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.