მონდორფი - დინამო 1:2
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული მონდორფი შინ დინამო თბილისთან 1:2 დამარცხდა. მეორე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებით ბამ თავური დარტყმით დინამო დააწინაურა. მე-19 წუთზე ნინუამ მეორე საგოლე პასი შეასრულა, გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა. 71-ე წუთზე მონდორფმა ანგარიში შეამცირა, 24 წლის ფრანგმა შემტევმა ჰატიმ ფარმა ლორიას გაუტანა.