ინგლისი - ხორვატია 4:2
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა მუნდიალი გამარჯვებით გახსნა და ხორვატია 4:2 დაამარცხა. „სამი ლომის“ მხრიდან დუბლით ჰარი კეინი გამოირჩა, თითო-თითო გოლი კი მარკუს რაშფორდმა და ჯუდ ბელინგემმა გაიტანეს. ხორვატიის ნაკრების რიგებში თავი მარტინ ბატურინამ და პეტარ მუსამ გამოიჩინეს.