იტვირთება...

აშშ - პარაგვაი 4:1

აშშ-ის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა „სოფაი სთედიუმზე“ პარაგვაის ნაკრები მიიღო და მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა. აშშ-ის რიგებში დუბლით ფოლარინ ბალოგუნი გამოირჩა. ერთი გოლი ჯოვანი რეინას ანგარიშზეა, ხოლო ერთხელ პარაგვაელებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. სამხრეთ ამერიკელთა მხრიდან გოლით მაურისიო გამოირჩა.