ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა | ბუდუ მაგარ ფორმაშია
ბუნდესლიგის 31-ე ტურში ჰაიდენჰაიმისა და ზანქტ-პაულის შეხვედრის მესამე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლები დააწინაურა. კუთხურისას ქართველმა სწრაფად იმოქმედა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.