დრიბლინგი და ბრწყინვალე შესრულება | ბუდუს გოლი ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგის 29-ე ტურში ჰაიდენჰაიმმა შინ უნიონ ბერლინი 3:1 დაამარცხა. 70-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:0 იყო, თამაშში ბუდუ ზივზივაძე ჩაერთო. 79-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, მეტოქის სამ ფეხბურთელს გვერდი აუარა და მეკარისაგან შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა.