ბარსელონა - ატლეტიკო 3:0
ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ბარსელონამ ატლეტიკო 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ბერნალმა (იამალის საგოლე პასით) და რაფინიამ გაიტანეს. მეორე ტაიმში ბერნალმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. პირველი მატჩი ატლეტიკომ 4:0 მოიგო და ფინალში გავიდა.