სადებიუტო მატჩში გაიტანა | სალიას გოლი ნიუკასლში (U21)
ნიუკასლის 21-წლამდე გუნდის შემადგენლობაში ვახტანგ სალიამ პირველად ითამაშა, სადებიუტო მატჩში გოლი ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდე ნაკრებს გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ამხანაგურ მატჩში 34 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სალია მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.