ტორპედო - სპაერი 1:2
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის პირველ ტურში ქუთაისის ტორპედო შინ დებიუტანტ სპაერთან 1:2 დამარცხდა. მასპინძლები 32-ე წამზე დაწინაურდნენ, თუმცა 53-ე წუთზე მსაჯმა ალეკო ბასილაძე გააძევა, ტორპედო 10 ფეხბურთელით დარჩა და სპაერმა თამაში შემოატრიალა. აზუკა კიღურაძის გაწვრთნილი გუნდიდან გამარჯვების გოლი ლაშა კოხრეიძემ გაიტანა. მაკრატელათი საოცარი დარტყმა შეასრულა.