დინამო თბილისი - დინამო ბათუმი 2:2
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მე-3 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა სტუმრები დააწინაურა, მე-10 წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა ანგარიში გაათანაბრა. 35-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ სტუმრები წინ გაიყვანა. 73-ე წუთზე რუი მონტეირუმ წონასწორობა აღადგინა.