სენტ-ეტიენი დააწინაურა | ზურიკოს მე-14 გოლი სეზონში
საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში სენტ-ეტიენმა შინ დიუნკერკი 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 66-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა